Sunday, May 11, 2014

მეცხრე დღე

 

      დღევანდლი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ტრენინგის კურსი დასრულდა და შევაჯამეთ განვლილი პერიოდი. დღეს საქაღალდეები საბოლოოდ დავხვეწეთ, მივაბით ჩვენს ბლოგს და ტრენერის გვერდს. მოვახდინეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაციები. პრეზენტაციის პროცესი იყო საინტერესო, ერთმანეთის ნამუშევრების განხილვისას საკუთარ პროექტებს უფრო კრიტიკულად შევხედეთ. მე პირადად გამიჩნდა გეგმაში ცვლილებების შეტანის სურვილი და ამას უახლოეს პერიოდში გავაკეთებ.
   რაც შეეხება ტრენინგის სრულ კურსს იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი, დავხვეწე კომპიუტერული უნარები. ვისწავლე ბევრი ახალი პროცედურა. უფრო თვალნათლივ დავინახე პროექტებით სწავლების პრიორიტეტულობა. მიღებული გამოცდილება დაგვეხმარება  როგორც პროექტებზე მუშაობისას ისე ზოგადად ელექტრონული პორტფოლიოების შექმნაში. ვფიქრობ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგი წინ. მადლობა ტრენერს და ტრენინგის ორგანიზატორებს.

No comments:

Post a Comment