Sunday, May 11, 2014

მეცხრე დღე

 

      დღევანდლი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ტრენინგის კურსი დასრულდა და შევაჯამეთ განვლილი პერიოდი. დღეს საქაღალდეები საბოლოოდ დავხვეწეთ, მივაბით ჩვენს ბლოგს და ტრენერის გვერდს. მოვახდინეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაციები. პრეზენტაციის პროცესი იყო საინტერესო, ერთმანეთის ნამუშევრების განხილვისას საკუთარ პროექტებს უფრო კრიტიკულად შევხედეთ. მე პირადად გამიჩნდა გეგმაში ცვლილებების შეტანის სურვილი და ამას უახლოეს პერიოდში გავაკეთებ.
   რაც შეეხება ტრენინგის სრულ კურსს იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი, დავხვეწე კომპიუტერული უნარები. ვისწავლე ბევრი ახალი პროცედურა. უფრო თვალნათლივ დავინახე პროექტებით სწავლების პრიორიტეტულობა. მიღებული გამოცდილება დაგვეხმარება  როგორც პროექტებზე მუშაობისას ისე ზოგადად ელექტრონული პორტფოლიოების შექმნაში. ვფიქრობ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგი წინ. მადლობა ტრენერს და ტრენინგის ორგანიზატორებს.

Saturday, May 10, 2014

დღე მერვე



    დღეს ვიმუშავეთ დიფერენცირებული აქტივობების გამოყენებაზე პროექტში. დავგეგმეთ კონკრეტული  დიფერენცირებული აქტივობები მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობისათვის. პროექტის შაბლონზე მუშაობა საბოლოოდ დავასრულეთ. ვისწავლე გუგლი დრაივში გაზიარება. დღევანდელი დღე ყველაზე დამღლელი აღმოჩნდა.თუმცა საინტერესო და ნაყოფიერი

Friday, May 9, 2014

დღე მეშვიდე



     დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო, რადგან ვიმუშავეთ  შეფასების რუბრიკებზე.
პროცესი იყო საინტერესო, შევარჩიეთ სხვადასხვა ტიპის შეფასების ფორმები, მოვარგეთ ჩვენს პროექტებს შევქმენით შეფასების ინსტრუმენტების მონახაზი . პროექტმა მიიღო გარკვეული სახე, რაც ძალიან მახარებს.

Sunday, May 4, 2014

დღე მეექვსე



 დღე მეექვსე
 დღევანდელი დღე შედარებით რთული იყო, რადგან მოგვიწია მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა. მოსწავლის პოზიციიდან მუშაობა არც ისე მარტივი აღმოჩნდა. ერთიანობაში პროცესი იყო საინტერესო, დამაფიქრებელი. პროექტის დაგიგმვისას ბევრი მცირედი დეტალების გათვალისწინება მოგვიწევს. მე შევქმენი სავარაუდო პრეზენტაცია და პრეზენტაციის ჩეკლისტი.

Saturday, May 3, 2014

დღე მეხუთე




    დღე  მეხუთე

  დღევანდელი დღე, სხვა დღეების მსგავსად იყო საინტერესო და საქმიანი.
 შევქმენით ჩვენი პროექტების პრეზენტაციები, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ვფიქრობ კარგი პრეზენტაცია შევქმენი.გავეცანით საავტორო უფლებების დაცვას, რის ცოდნაც პრეზენტაციების შექმნისას გამოგვადგება. ტრენერმა გაგვაცნო სხვადასხვა საგანმანათლებლო საიტები, საჭიროების შემთხვევაში ამ საიტებს აუცილებლად გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვასა და უკეთ წარმართვაში.

Sunday, April 27, 2014

დღე მეოთხე

           

             დღე მეოთხე

 დღეს გავეცანით შეფასების ფორმებს. განვიხილეთ დროში გაწერილი შეფასების სქემა, შევქმენით მსგავსი სქემა ჩვენი პროექტისათვის. პროცესი იყო საინტერესო. ყველაზე მეტად მომეწონა გუგლი დრაივში ფორმების შექმნა, შენახვა. შევქმენით ონლაინ ტესტი პროექტისთვის წინარე ცოდნის შესამოწმებლად. ეს ჩემთვის იყო ახალი, და პრაქტიკაში აუცილებლად გამოვიყენებ, განსაკუთრებით XI კლასში წინა საგამოცდო პერიოდში ტესტირებები იქნება ეფექტური.

Saturday, April 26, 2014

      მესამე დღე

 დღეს ვიმუშავეთ პროექტის სტანდარტის და მიზნების განსაზღვრაზე. ახალი და მნიშვნელოვანი იყო მიზნის განსაზღვრისას 21-ე საუკუნის უნარების გამოყენება. საინტერესო იყო ლექსიკის განხილვა,რამაც მიზნის ფორმულირება გაგვიადვილა.
 ყველაზე მეტად მომეწონა მიმართულების მიმცემ  საკვანძო კითხვებზე მუშაობა.
 ჩემი პროექტისთვის ჩამოვაყალიბე ეს კითხვები. რაც ველაზე მნიშვნელოვანია ყოველ შეხვედრაზე კომპიუტერთან მუშაობის უნარებს მეტად ვხვეწავთ.